ახალი ამბები

გერმანიის მხოლოდ ერთ მხარეში საქართველოს მოქალაქეებმა 1067 დანაშაული ჩაიდინეს

12 ივნისი, 2015 •
გერმანიის მხოლოდ ერთ მხარეში საქართველოს მოქალაქეებმა 1067 დანაშაული ჩაიდინეს

ამ მონაცემებით, მხოლოდ რაინლანდ-პფალცის მხარეში (ცენტრი მაინცი) გასული წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილია 1067 დანაშაული, რაც 2011 წლის მონაცემთან შედარებით 10-ჯერ მეტია.

 

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ ყველაფრის უკან, როგორც წესი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას, რომელიც გერმანიაში წევრებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად გზავნის, ხოლო სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე ჯგუფის წევრები ქურდობენ.

 

“ფოკუსის” პუბლიკაციის მიხედვით, მოპარული ქონების ჯამური ოდენობა წელიწადში დაახლოებით 250 მილიონ ევროს უტოლდება. ყველაზე ხშირად თამბაქოს, კოსმეტიკასა და ალკოჰოლურ სასმელებს იპარავენ.

ქურდობა
ქურდობა

მასალების გადაბეჭდვის წესი