აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების იდეა პერმიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მანვე რამდენიმე დღის წინ მიმართა მერიასა და საკრებულოს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ ემსჯელათ.

 

ღარიბაშვილი თბილისის აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭებას მე-12-13 საუკუნეში მცხოვრები პოეტის იუბლეს უკავშირებს. მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა.

 

2013 წელს თბილისის საკრებულოში მსჯელობდნენ, რომ თბილისის აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდებინათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *