ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა – ექიმი

23 დეკემბერი, 2019 • 1271
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა – ექიმი

დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა:

“პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება. განვმეორდები და გეტყვით, რომ რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ასევე უგრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი და დანიშნულების მიხედვით მკურნალობა უტარდება.”

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი