ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს – ადვოკატი

22 დეკემბერი, 2019 • 1014
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს – ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა.

“მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ კონფლქტი დაიწყო სუფრაზე. თავად აღიარებს ბრალს” – ამბობს ადვოკატი ჟურნალისტებთან.

ამჟამად, ცოტნე გამსახურდიას საჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას
გულისხმობს.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი