ახალი ამბები

ექიმი: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

22 დეკემბერი, 2019 • 1250
ექიმი: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთეობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეშინაშვილის კლინიკის ექიმმა განუცხადა.

როგორც ქეიმი ამბობს, გამსახურდია კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:

“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ არის სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, დინამიკა არის უცვლელი. მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური. არ საჭიროებს დამატებით ჩარევას. პოსტრავმულ მდგომარეობაშია, საჭიროებს რეანიმაციულ განყფილებაში მკურნალობის გაგრძელებას” – ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი ბესარიონ გოგიტიძე ჟურნალისტებთან.


ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ორ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-სვე განცხადებით, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, სევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას
გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი