ახალი ამბები

“სახელმწიფომ ასეთი უბრალო რამ, ერთი კაცის დახსნა ვერ შეძლო” – ეპისკოპოსი გაფრინდაშვილზე

22 დეკემბერი, 2019 • 899
“სახელმწიფომ ასეთი უბრალო რამ, ერთი კაცის დახსნა ვერ შეძლო” – ეპისკოპოსი გაფრინდაშვილზე

მთავარეპისკოპოსი იაკობი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქრთველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიაში პირველად გამოჩნდა ქადაგებაზე.

ქადაგებაზე, რომლის კადრებსაც “მთავარი არხი” ავრცელებს, ეპისკოპოსმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზეც ისაუბრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება:

“კაცი წავიდა, უნდა დახმარებოდა ადამიანს. დაიჭირეს, მიუსაჯეს. ამით ვაჟას არაფერი არ აკლდება, ვაჟას ემატება. კი ამბობენ, რომ წავიდა იცოდა დაიჭერდნენო, მაგრამ როდესაც ადამიანი გულანთებული ექიმი ხარ, რომ მიდიხარ, მაგასაც არ უყურებ, შენს სიცოცხლეს გვერდზე დებ. ვხედავთ, სახელმწიფო ბევრს ცდილობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი უბრალო რამე, ერთი კაცი რომ დაიხსნას ამდენი ხანი ვერ შეძლო” – ამბობს მიტროპოლიტი იაკობი ბოდბეში ქადაგებისას.


მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ. მეორე დღეს მღვდელმთავარმა ბოდიში მოიხადა არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. ასევე, გადადგა ქორეპისკოპოსის და საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან.

გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი