ახალი ამბები

“ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე” – გამსახურდიას ადვოკატი

20 დეკემბერი, 2019 • 1195
“ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე” – გამსახურდიას ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ ეს ჩვეულებრივი ჩხუბი არ ყოფილა და ცოტნე გამსახურდია, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს:

“მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, შემთხვევის ადგილის დათვლაიერებიდან იკვეთება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე. იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანოები. ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად ჩვენ სანამ სათანადო მტკიცებულებები არ გვექნება, ვერც დაცვის მხარე კონკრეტულ შეფასებებს ვერ გააკეთებს.

მე შემიძლია გითხრათ, ინტერნსიური კომუნიკაცია გვაქვს საგამოძიებო ორგანოებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონია. გამოყენებულია ბასრი იარაღი. დანა, თუმცა ვერსია არსებობს, რომ დანის გარდა სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ამაზე ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი”, – ამბობს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ცოტნე გამსახურდია გუშინ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა.

ქირურგი, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია გაუკეთა, აცხადებს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია და მრავლობითი დაზიანება აქვს.

პარალელურად მიმდინარეობს მისი დაჭრის ფაქტის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი