ახალი ამბები

“2020-ში ოპოზიციას შერეული სისტემა 50-მდე შემცირებული მაჟორიტრით შევთავაზეთ” – თალაკვაძე

20 დეკემბერი, 2019 • 1338
“2020-ში ოპოზიციას შერეული სისტემა 50-მდე შემცირებული მაჟორიტრით შევთავაზეთ” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ახალი მოდელი შესთავაზა, თუმცა იმ დათქმით, რომ აღნიშნული მოდელით ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, სრულად პროპორციული მოდელით უნდა გაიმართოს.

კერძოდ, თალაკვაძის თქმით, ამ მოდელით იზრდება პროპორციულის წილი მანდატების განაწილებისას და 2/3-ს შეადგენს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში 100 დეპუტატის არჩევა პროპორციულით მოხდება, 50 მანდატს კი მაჟორიტარები მიიღებენ:

“რთული პროცესების შედეგად “ოცნების გუნდმა” შეძლო არსებულ ვითარებაში ოპტიმალური კომპრომისული გადაწვყეტილების შეთავაზება. პოლიტიკურ სპექტრს ვთავაზობთ, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორიული წილი. თუ ეს შეთანხმება შედგა, 100 დეპუტატს ავირჩევთ პროპორციულით, მაჟორიტარული მანდატები კი 50-მდე შემცირდება.

ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე 2/3-მდე იზრდება. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია. აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიიტკურ სპექტრს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული გნავითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში და სწრაფად მივაღწიოთ კენსენსუსს”, – ამბობს თალაკვაძე.

ამავე მოდელით არჩევნების ჩატარებას თალაკვაძე ოპოზიციას 2024 წლისთვისაც სთავაზობს. თალაკვაძე სთავაზობს საზოგადოებას, რომ 2024 წელსაც, ნაცვლად სრულად პროპორციულისა, არჩევნები მაინც შერეული სისტემით ჩატარდეს. თალაკვაძე აცხადებს:

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე 2/3-მდე იზრდება, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთშორისო პარტიორების მთავარი რეკომენდაცია დ რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ.

მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაიტერესებულია ქვეყნის სტაბილური, დემოკრტიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ სკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა.

ვაზუსტებ, გუნდში მიღწეული კონსენსუსი და … იცით, რომ უმრავლესობის შიგნთ იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა – გუნდშ, მიღწეული კონსენსუსი არის ამჟამად ამ ცვლილებების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის ერთჯერადად, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემის დაკანონება“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი