ახალი ამბები

“მომდევნო მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ” – კალაძე საახალწლო ღონისძიების შესაძლო გადადებაზე

19 დეკემბერი, 2019 • 1256
“მომდევნო მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ” – კალაძე საახალწლო ღონისძიების შესაძლო გადადებაზე

“საახალწლო ღონისძიებას ათასობით ბავშვი ელოდება. ამ საკითხზე კომენტარს შემდეგ მთავრობის სხდომაზე გავაკეთებთ”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას საახალწლო ღონისძიებების შესაძლო გადადების შესახებ.

ჟურნალისტი თბილისის მერს შეეკითხა, ქალაქში მიმდინარე აქციების, მათ შორის ლუკა სირაძის საქმეესთან დაკავშირებით პროტესტის ფონზე, რას გეგმავს მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, გუშინ აქტივისტთა ჯგუფებმა თბილისში მორთულ ნაძვის ხეებს სიმბოლურად შავი ლენტი მოავლეს. 

კალაძემ აღნიშნულ კითხვას უპასუხა, რომ საახალწლო ღონისძიებას ათასობით ბავშვი ელოდება და „ამ საკითხზე კომენტარს შემდეგ მთავრობის სხდომაზე გააკეთებს“.

წელს მერია საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე რამდენიმე მილიონის დახარჯვას გეგმავს. მაგალითად, ნაძვის ხესა და ილუმინაციებში უწყება 2.7 მლნ ლარს ხარჯავს.

თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს

გარდა ამისა, იგეგმება ე.წ. „სანტას კომპლექსის“ მშენებლობა, რომელიც 258 ათასი ღირს.

თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს

კალაძემ ეს განათებები და მორთულობები იტალიაში შეუკვეთა და ჩავიდა კიდეც მათ მოსაანახულებლად.

კალაძე მერიის მიერ შეკვეთილი ნაძვისხის და განათებების სანახავად იტალიაში იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი