ახალი ამბები

თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს

1 ნოემბერი, 2019 • 1022
თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს

დედაქალაქის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 026 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი მოცულობის ელექტრონული ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, კომპლექსი 200 კვ.მ ფართობის 2-სართულიან კონსტრუქციას უნდა მოიცავდეს, რომელშიც მოეწყობა თოვლის ბაბუის ოთახი, სახელოსნო, კინოჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო.

თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, კონსტრუქცია 20 დეკემბერს უნდა დამონტაჟდეს, მისი ექსპლუატაციის ვადა 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდეს, დემონტაჟი კი არაუგვიანეს 17 იანვრისა განხორციელდეს.

“სანტას კომპლექსის” სავარაუდო ესკიზი ასე გამოიყურება:

მასალების გადაბეჭდვის წესი