ახალი ამბები

თავისუფლებაზე ნაძვის ხის ილუმინაციას შავი ლენტი შემოავლეს

18 დეკემბერი, 2019 • 1725
თავისუფლებაზე ნაძვის ხის ილუმინაციას შავი ლენტი შემოავლეს

ოპოზიციური მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე მდგარ საახალწლო ნაძვის ხის ფორმის ილუმინაციას შავი ლენტი შემოავლეს, შემდეგ კი შავ ფონზე წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დაადეს.

თავისუფლების მოედანზე საახალწლო ილუმინაციას მერია ამონტაჟებს, მის ირგვლივ კი უნდა მოეწყოს წარწერა – „ისტორიებით სავსე ქალაქი“. აქტივისტები 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დღეს თბილისი „გლოვით სავსე ქალაქია“.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

წაიკითხეთ ასევე:

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი