დედაქლაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მერიაში ამბობენ, რომ ვიზიტის მიზანი არის მერიის მეირ შეკვეთილი ნაძვისხისა და განათებების დამზადების ბოლო ეტაპის გაცნობა:
“კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვისხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა. კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვისხე” ,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის მერია საახალწლო ნაძვისხის შესაძენად 995 800 ლარს გადაიხდის. ელექტრონული ტენდერში იტალიურმა კომპანიამ Idolight-მა გაიმარჯვა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ნაძვისხის სიმაღლე 25 მეტრი იქნება და 33 000 ცალი ნაძვისხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით იქნება გაფორმებული.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
თბილისის მერია საახალწლოდ “სანტას კომპლექსის” აშენებაში 258 ათასის დახარჯვას გეგმავს