ახალი ამბები

“დამიცავი (C) თბილისი” – რას ითხოვენ აქციის “SOS თბილისი” მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

6 ივნისი, 2015 •
“დამიცავი (C) თბილისი” – რას ითხოვენ აქციის “SOS თბილისი” მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

“ამოხვედით ხელში (C) ქართლის დედა”, “რა დაგიშავათ მწვანემ”, “დაიცავი, აღადგინე, არ დააზიანო”, “დამიცავი (C) თბილისი”, მსგავსი შინაარსის მქონე ტრანსპარანტებით შეიკრიბა მოქალაქეების ჯგუფი თბილისის საკრებულოს წინ 16 საათზე.

აქციის მონაწილე სალომე გოგილაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას სურს, თბილისში იყოს გამწვანებული ტერიტორიები, სადაც დასვენება იქნება შესაძლებელი.

“წინააღდეგი ვარ, რომ განადგურდეს მწვანე საფარი ქალაქში. მინდა, რომ ჩვენს ქალაქში იყოს საკმარისი ჟანგბადი, რომ ყველა ადამიანმა ისუნთქოს თავისუფლად.”

ლევან კალანადარიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უწესრიგოდ შენდება და აღბიშნული აქცია ემსახურება იმ მიზანს, რომ მოსახლეობა მეტად დაფიქრდეს და აიძულოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება, მიიღოს სწორი გადაწყვეტლება.

“აქ ცხოვრება აღარ შეიძლება სანიტარული პირობების გამო თუნდაც, ისე ახლო-ახალო მივიდა ჩვენი სახლები ერთმანეთთან.”

მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საყვირებით ხმაური დაიწყეს საკრებულოს წინ. ისინი კოტე აფხაზის ქუჩისა და მეიდნიის გავლით მივიდნენ აბანოთუბანში, სადაც აბანოების თავზე მოწყობილ სახელდახელო სცნაზე კონცერტი უკვე დაწყებულ იყო.

კონცერტზე გამოვიდნენ Blue Sun, ჯგუფი “არა”, ლადო გიგაია და Jam Session.

ტრანსპარანტი
ტრანსპარანტი ‘SOS თბილისი’ აქციიდან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქციის მონაწილეები საკრებულოსთან. 06.06.2015

ტრანსპარანტი
ტრანსპარანტი ‘SOS თბილისი’ აქციიდან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქციის მონაწილეები საკრებულოსთან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქციის მონაწილეები საკრებულოსთან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქციის მონაწილე საკრებულოსთან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქციის მონაწილეები საკრებულოდან აბანოთუბნისკენ მიემართებიან. 06.06.2015

‘SOS თბილისი’ აქცია და მსვლელობა აბანოთუბანში კონცერტით დასრულდა. 06.06.2015

ტრანსპარანტი
ტრანსპარანტი ‘SOS თბილისი’ აქციიდან. 06.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი