ახალი ამბები

7 ივნისს მარათონის ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

6 ივნისი, 2015 •
7 ივნისს მარათონის ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

მერიის ცნობით, ღონისძიების ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.

 

ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.

 

სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით.

 

რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე, აცხადებს მერია.

თამარაშვილის ქუჩა
თამარაშვილის ქუჩა

მასალების გადაბეჭდვის წესი