ახალი ამბები

კაკულიას აზრით, “ოცნებამ” “ავტორიტეტის ნახევარი შეალია” იმას, რომ ბოკერია არ დააკავა

16 დეკემბერი, 2019 • 1096
კაკულიას აზრით, “ოცნებამ” “ავტორიტეტის ნახევარი შეალია” იმას, რომ ბოკერია არ დააკავა

“ქართულმა ოცნებამ” თავისი მხარდამჭერების ნახევარი სწორედ იმიტომ დაკარგა, რომ ასეთი ადამიანების მიმართ [იგულისხმება ბოკერია] თავის დროზე არ დააყენა სამართლებრივი შედეგი, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ტვ პირველის” ეთერში.

კაკულია არ მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

“თუ ბატონ ბოკერიაზე ზეწოლა იყო მიზანი, მთელი საზოგადოება 8 წელიწადია ამას ითხოვდა ხელისუფლებისგან და ხელისუფლება ამას არ აკეთებდა და ავტორიტეტის ნახევარი შეალია ამის არგაკეთებას და მხარდამჭერების ნახევარი დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ ბოკერიას და მსგავსი ადამიანების მიმართ არ დააყენა გარკვეული ტიპის ზეწოლითი შედეგი იმ დროსაც კი, როცა არავინ მოიკითხავდა, სამართლიანი იყო თუ არა ეს მტკიცებულებები. ეს რომ არ გააკეთა, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ხელისუფლების თვითმიზანი კი არ არის ეს, არამედ არსებობს მოცემულობები, რომელმაც ეს საკითხი დააყენა”, – განაცხადა კაკულიამ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ნეტაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, საქმე უკავშირდება ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდს. საგამოძიებო უწყებაში ბოკერია ხვალ, 16 დეკემბერს არის დაბარებული.

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი