ახალი ამბები

100-ზე მეტი სახელმწიფო ობიექტიდან აუქციონზე 26 გაიყიდა, მთავრობა აუქციონს ისევ გეგმავს

16 დეკემბერი, 2019 • 1508
100-ზე მეტი სახელმწიფო ობიექტიდან აუქციონზე 26 გაიყიდა, მთავრობა აუქციონს ისევ გეგმავს

პროექტ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში აუქციონი დასრულდა. აუქციონზე გამოტანილი 100-ზე მეტი ობიექტიდან 26 გაიყიდა.

როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, აუქციონის პირველი ეტაპი დასრულდა, ხოლო დარჩენილ გაუყიდავ ქონებაზე აუქციონი კიდევ ერთხელ გამოცხადდება, ამასთან, სახელმწიფო გაზრდის მეორე ეტაპზე გასაყიდი ქონების რიცხვსაც. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ში ჯერ არ იციან, როდის გამოცხადდება მეორე აუქციონი, თუმცა ამბობენ, რომ ორ კვირაში პრივატიზებით სახელმწიფომ, ჯამში, დაახლოებით 41 მლნ ლარი მიიღო.

26 ობიექტი რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდა

  • მესტიის  რაინში, ლენჰარში არსებული 11310 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები
  •  სიღნაღში არსებული 13 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  •  სოფელ ველისციხეში არსებული 4977.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მდებარე 786 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქ. N15-ის მიმდებარედ არსებული 998.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა

  •  ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე მდებარე 5775 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, აგრეთვე, ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე ლოთონის ავზი

  • ქუთაისში, თამარ მეფის ქ. N15-ში მდებარე უძრავი ქონების N01/3 შენობა-ნაგებობის 1-2-3 სართულებზე მდებარე 637.42 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  •  ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N 18-ის მიმდებარედ არსებული (ნაკვეთი N1) 8418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • ბათუმში, ტბეთის ქუჩა N52-ში არსებული 42073.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  •  ბათუმში, ავგიას ქუჩა, N64ა-ში არსებული 9840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 656.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, 3061.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, 597.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 7235.00 კვ.მ. და 1039.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

  •  ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე N19-ში, (ნაკვ.3/319) მდებარე 1554.53 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • გორის მუნიციპალიტეტში, გაგლოაანთუბანში არსებული 9222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხში მდებარე 143927.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N5ა-ში (ნაკვეთი N06/037) არსებული 1659.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ჩიხი N13-ში არსებული 2138.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული 209 კვ.მ. და ქ. თბილისში, ხოშარაულის ქ. N29-ში მდებარე 195კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ქ. თბილისში, ხოშარაულის ქ. N27ა-ში არსებული 8113კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  •  თბილისში, კასპის ქუჩა N12-ში არსებული 3384.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში არსებული 12829 კვ.მ. და 2778კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ქ. თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში არსებული 22166 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა

  •  თელავში, ალაზნის გამზირზე, დასავლეთ მხარეში არსებული 7313.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

  • ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 17322.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე მდებარე 5775 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, აგრეთვე ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე ლოთონის ავზი

  • მცხეთაში, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მდებარე 6900 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული 209 კვ.მ. და ქ. თბილისში, ხოშარაულის ქ. N29-ში მდებარე 195კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ქ. თბილისში, ხოშარაულის ქ. N27ა-ში არსებული 8113კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  • თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ჩიხი N13-ში არსებული 2138.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

  •  თბილისში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე N67-ში მდებარე 13761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები

29 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად 100 სახელმწიფო ობიექტი გამოიტანა.

უწყების შეფასებით, მათი ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარი იყო, ხოლო მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება – 200 მლნ ლარი.  ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო ობიექტები ძირითადად მცირე ბიზნესზეა მორგებული, თუმცა მთავრობა ამ სიას სხვადასხვა ობიექტებს მუდმივად დაამატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი