ახალი ამბები

რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

5 მარტი, 2021 • 1855
რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

“რიყის დოქები” ისევ ვერ გაიყიდა. აუქციონი დღეს, 5 მარტს, უშედეგოდ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ფასად,  71 250 000 ლარად გამოიტანა.

აუქციონის პირობებით მყიდველს, შეძენის შემდეგ, ადგილზე უნდა განეხორციელებინა სულ მცირე 10 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია. ამას გარდა, ინვესტორი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ააშენოს მრავალფუნქციური კომპლექსი, საგამოფენო სივრცეები, დარბაზები ან სასტუმრო.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გასულ წელსაც ჰქონდა გამოტანილი რიყის დოქები 95 მლნ ლარად, თუმცა ვერ გაყიდა. ე.წ. რიყის დოქები 2012 წელს აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოა. თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს უნდა ყოფილიყო საკონცერტო სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი