ახალი ამბები

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ვერ გაიყიდა

22 იანვარი, 2020 •
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ვერ გაიყიდა

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ვერ გაიყიდა. 23 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ხელახალი აუქციონი.

მთავრობა პროექტ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში წყნეთის სამთავრობო აგარაკებს ყიდდა. დაბა წყნეთში მდებარე 89 988 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე აუქციონი 23 დეკემბერს გამოცხადდა. წყნეთის სამთავრობო აგარაკების საწყისი ღირებულება დაახლოებით 55 მლნ ლარი იყო.

ხელშეკრულებით, ინვესტორი ვალდებული იყო, ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ააშენებინა. ხელშეკრულებითვე განისაზღვრება ინვესტიციის მინიმალური ოდენობაც, 20 მლნ ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი