ახალი ამბები

ნდობის საზომი 5-კაციანი გამოსვლები არ არის – ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებზე

16 დეკემბერი, 2019 • 1146
ნდობის საზომი 5-კაციანი გამოსვლები არ არის – ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის ნდობის საზომი აქტივისტების  “5-კაციანი გამოსვლები“ ვერ იქნება.

ამ რეპლიკით ზურაბიშვილი ჟურნალისტს გამოეხმაურა, რომელმაც მას ჰკითხა, გარდა შეწყალებებისა და “სალობიე ბიასთან “ მომხდარი ინციდენტისა, რითი დაამახსოვრებდა მოსახლეობას თავს. თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა.

„ჯერ ერთი, მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, დიდი რაოდენობითა და დიდი დოზით სიყვარულით… და ჩემთვის საზომი, რითაც მოსახლეობა თავის პრეზიდენტს აფასებს, ეს არის და არა რაღაც კრიტიკები და 5-კაციანი გამოსვლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს ურთიერთობა პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს. ამიტომ, სადაც საჭირო არის, სალობიეშიც ვივლი, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემს ხალთან ერთად, სადაც საჭირო არის“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მომიტინგეთა ნაწილი სალობიე ბიასთან მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით პრეზიდენტი ვახშმობს

მასალების გადაბეჭდვის წესი