დემონსტრანტთა ნაწილი სალობიე ბიასთან არის მისული. მათი ინფორმაციით, ამ დაწესებულებაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახშმობს. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სალობიე ბიაში ყოფნის თაობაზე “მთავარმა არხმა” გაავრცელა.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არიან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები, ასევე ენმ-ის წარმომადგენელი ანი წითლიძე, ამჟამადაც დაწესებულებასთან იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, შენობაში რჩება პრეზიდენტიც და დაწესებულების სხვა სტუმრებიც.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ამ დროს კი პრეზიდენტი პოზიციას არ აფიქსირებს, კითხვებს არ პასუხობს და სალობიეში დადის.