ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ხაზთან გამგზავრებამდე, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები თბილისში შეიკრიბნენ

15 დეკემბერი, 2019 • 1946
საოკუპაციო ხაზთან გამგზავრებამდე, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები თბილისში შეიკრიბნენ

ცხინვალის ციხეში დაპატიმრებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილი მხარდამჭერები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ამის შემდეგ ისინი საოკუპაციო ხაზთან გაემგაზავრებიან, სადაც გაფრინდაშვილის ოჯახი განცხადებას გააკეთებს.

“ეს არის ვაჟას მხარდასაჭერად გამართული აქცია, რათა გავამხნევოთ იქ და ვაუწყოთ რომ მის პრინციპებს აქეთაც ვიცავთ. მის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი იფიციალური ინფორმაცია არ მაქვს. წითელი ჯვარიც 28 ნოემრის შემდეგ ვერ ახერხებს იქ შესვლას,”-ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი თამილა ლაფანაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს: „აუცილებლად საჭიროა უწყებათაშორისო კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდეთ ჩვენ, ოჯახის წევრები, მეგობრები“…

ამ მოთხოვნების შესახებ თამილა ლაფანაშვილმა 13 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და საოკუპაციო ხაზთან აქციაც დააანონსა:

„რადგან ამდენმა მოლაპარაკებამ — და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა — ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა.”


13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი