ახალი ამბები

პაატა გოგოხია და ჯუმბერ იზორია დეპუტატები გახდნენ

13 დეკემბერი, 2019 •
პაატა გოგოხია და ჯუმბერ იზორია დეპუტატები გახდნენ

პარლამენტმა პაატა გოგოხიას და ჯუმბერ იზორიას დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

პაატა გოგოხია პარლამენტში სოფიო ქაცარავას ადგილმონაცვლეა, ჯუმბერ იზორია კი – აკაკი ზოიძის.

პაატა გოგოხია “ქართული ოცნების” პროპორციული სიის 54-ე ნომერია და ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას ძმაა.

ჯუმბერ იზორია დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. 2018 წლის ოქტომბერში „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს  პოლიციის უფროსად იმავე, 2018 წლის დეკემბერში დაბრუნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი