ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მუშაობას რუსული კომპანიების გავლით შეძლებს

3 ივნისი, 2015 •
აფხაზეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მუშაობას რუსული კომპანიების გავლით შეძლებს

“რეალისტები უნდა ვიყოთ, აფხაზეთს, რომელიც მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაშია რუსეთის ფედერაციასთან, ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ევრაზიულ პროექტებთან შეხება ექნება. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში, აფხაზეთის აღიარება და შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მოუწევს რუსეთთან დაკავშირებულ მწარმოებლებთან თანამშრომლობის ფარგლებში”, – განაცხადა სლუცკიმ.


რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ სოჭში 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპებს ითვალისწინებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
  

მასალების გადაბეჭდვის წესი