ახალი ამბები

გახარია ზელენსკის შეხვდა

12 დეკემბერი, 2019 • 1865
გახარია ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, 13 დეკემბერს, ზელენსკისა და გახარიას შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართება.

გიორგი გახარია ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი