ახალი ამბები

შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას – თალაკვაძე

12 დეკემბერი, 2019 • 953
შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას იმ დღის წესრიგით, რაც დაგეგმილი იყო.

ტექნიკური შესვენება 13:12 საათზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა იქ გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა, რასაც მძაფრი სუნის დადგომა მოჰყვა დარბაზში.

„პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და დაბლოკავს“, – თქვა თალაკვაძემ. მისი თქმით, შესვენება 4 საათზე დასრულდება და პარლამენტი ამ დროიდან განაახლებს მუშაობას.

დღეს იგეგმება მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხის განხილვა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე კენჭისყრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი