ახალი ამბები

პარლამენტის წინ ანტიოპოზიციური მიტინგი დაპირისპირებების ფონზე იმართება

12 დეკემბერი, 2019 • 963
პარლამენტის წინ ანტიოპოზიციური მიტინგი დაპირისპირებების ფონზე იმართება

პარლამენტის წინ სოსო რობაქიძე და მისი თანამოაზრეები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან აქტივისტებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან აპროტესტებნენ მოსამართლეთა დანიშვნას.

რობაქიძის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ პოლიცია ადგილს გაეცალოს, სანაცვლოდ კი ფართომასშტაბიანი აქციითა და ძალადობით იმუქრებიან.

ამ ადგილზე რამდენიმე მოძრაობას კარვები აქვს გაშლილი. სოსო რობაქიძის თქმით, აფრთხილებს სხვებს, რომ მის მიერ კარვით შემოფარგლული ადგილზე არ შევიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. რობაქიძეს, მის თანმხლებ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პერიოდულად არის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი