ახალი ამბები

გრეტა ტუნბერგი TIME-ის წლის ადამიანად დაასახელეს

11 დეკემბერი, 2019 • 2443
გრეტა ტუნბერგი TIME-ის წლის ადამიანად დაასახელეს

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანის წოდება შვედ ეკოაქტივისტს, 16 წლის გრეტა ტუნბერგს მიაკუთვნა.

ტუნბერგმა ამ წოდებისთვის ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი დაამარცხა.

ტუნბერგმა აქტივიზმი 2018 წელს დაიწყო – ჯერ საკუთარი სკოლიდან, შემდეგ კი შვედეთის პარლამენტში გადაინაცვლა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიო ყურადღება მიიქცია, როცა გაეროს წინაშე გამოვიდა სიტყვით, გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები და მათ მოქმედებისკენ მოუწოდა.

TIME-ის მიერ წლის პიროვნებად გამოცხადების დროს ტუნბერგი მადრიდში გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტს ესწრება და მსოფლიო ლიდერებს უმოქმედობისთვის აკრიტიკებს. „ნამდვილი საფრთხე ის არის, რომ პოლიტიკოსები და გენერალური დირექტორები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს რაღაცას აკეთებენ, არადა, თითქმის არაფერი კეთდება, გარდა კარგი გათვლებისა და კრეატიული პიარისა“.

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/224869/

მასალების გადაბეჭდვის წესი