შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 31 მაისს, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან რ.ჰ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ არსებულ სათავსოში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა 40000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, აცხადებს შემოსავლების სამსახური.