ახალი ამბები

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

11 დეკემბერი, 2019 • 1852
ავღანეთში ტერაქტის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული შეტევის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდნენ გოჩა მურადაშვილი, სოსო კვინიკაძე, რომან გიუნაშვილი, ილია თაყაძე და დავით ბახურაული. მათ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

ტელეკომპანია “ალ ჯაზირას” ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მდებარე სამედიცინო ცენტრთან აიფეთქა თავი. ძლიერი აფეთქების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა სამედიცინო ცენტრი, რომელიც ადგილობრივებისთვის იყო განკუთვნილი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი