ნეტგაზეთი | მაჩალიკაშვილის ბანერთან კარვის გაშლას ინციდენტი მოჰყვა მაჩალიკაშვილის ბანერთან კარვის გაშლას ინციდენტი მოჰყვა – Netgazeti

მაჩალიკაშვილის ბანერთან კარვის გაშლას ინციდენტი მოჰყვა

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის მიმდებარედ კარავი გაშალეს.

ორგანიზაციის “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებმა ჯერ ერთი კარავი გაშალეს, შემდეგ კი მეორე კარვის გაშლა სცადეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის გვერდით, სადაც განთავსებულია ბანერი და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

“ეს კარავი იმ ბანერს მოაშორეთ, სანამ მე არ მოვაშორებ… თვით ივანიშვილი და გახარია რომ მოვიდნენ თავიანთი კარვებით, იმ ბანერის წინ არ გავაშლევინებ”, – მიმართა მაჩალიკაშვილმა ორგანიზაციის “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმომადგენლებს.

სიტყვირი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ “შევინარჩუნოთ სიცოცხლის” წარმოადგენლებმა თავიანთი კარავი გაიტანეს.

ორგანიზაციამ “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”, რომლის მხარდამჭერებს შორის არიან მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, პარლამენტთან კარავი გაშალა.

ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა რუსთაველზე კარავი დადგეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.