ახალი ამბები

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 • 1003
პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 10 დეკემბერს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიღებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. ბიუჯეტის განხილვებსა და კენჭისყრას არ დასწრებიან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები.

მომავალი წლის ბიუჯეტი 14.4 მილიარდამდე ლარი იქნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ თქვა, რომ 2019 წელთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტში 1.6 მილიარდით იზრდება ბიუჯეტის შემოსულობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი