ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში ქართველების სახლებს სხვა მოქალაქეებს გადავცემთ – ადგილობრივი გამგებელი

10 დეკემბერი, 2019 • 1966
ახალგორში ქართველების სახლებს სხვა მოქალაქეებს გადავცემთ – ადგილობრივი გამგებელი

ცხინვალში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, ახალგორის რაიონში 2008 წელს ქართველების მიერ დატოვებულ სახლებს სხვა ოჯახებს გადასცემენ.

როგორც ახალგორის რაიონის დე ფაქტო მმართველმა, ვიტალი მამიტოვმა ოსურ მედიას უთხრა, საუბარია სამ საცხოვრებელ კორპუსზე 60 ბინით.

“ყველა ეს ბინა დღეს არის ადმინისტრაციის ბალანსზე. თანდათანობით დავიწყებთ მათ გახსნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც საცხოვრებლის გაუმჯობესება სურს, მათ შორის არიან ბავშვთა სახლების უკვე სრულწლოვანი აღსაზრდელები”, – ამბობს მამიტოვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.