ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

9 დეკემბერი, 2019 • 1654
ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

ახალ ზელანდიაში თეთრი კუნძული ვულკანი ამოიფრქვა, რის შედეგადაც, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაშავდა.

BBC-ს ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე, რომელიც კერძო საკუთრებაა, ტურიტები იმყოფებოდნენ. მაშველებმა 23 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რამდენი დარჩა კუნძულზე და რამდენია ზუსტად დაშავებული.

თეთრ კუნძულზე არსებულუ ვააკაარის ვულკანი ახალი ზელანდიის ყველაზ აქტიური ვულკანი და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულებაა.

პოლიციის ინფორმაციით, ვულკანზე შემთხვევის დროს 50-ზე ნაკლები ადამიანი იყო, თუმცა, მაშველები ამოფრქვევის გამეორების რისკისა და იმის გამო, რომ ახალ ზელანდიაში ახლა ღამეა – კუნძულზე ვერ დამატებითი ძებნისთვის ვეღარ გადადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი