ახალი ამბები

თქვა, რომ უნდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს – გახარია სურგულაძეზე

9 დეკემბერი, 2019 • 1370
თქვა, რომ უნდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს – გახარია სურგულაძეზე

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის ლევან სურგულაძის გადადგომასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აისახება საპენსიო რეფორმაზე სურგულაძის გადადგომა, გახარიამ აღნიშნა, რომ სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, სურგულაძე იყო “ფაქტობრივად მენეჯერი”:

“სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზედ პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები… ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებდით, თან დაგვპირდა რომ ილოცებს”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, რომელიც გრძელვადიანი ვადით პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სამეთვლაყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მიმართა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რეფორმა წარმატებით გაგრძელდება:

“ეს რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ”, – განაცხადა სურგულაძემ.

სურგულაძის განმარტებით, მას “სხვა გეგმები” აქვს, რომელზეც ღიად მოგვიანებით ისაუბრებს.

სამეთვალყურეო საბჭოს გათავისუფლების თხოვნით მივმართე – სურგულაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.