ნეტგაზეთი | ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ – Netgazeti
RU | GE  

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რუმინელმა დეპუტატმა რამონა სტრუგარიუმ განაცხადა, ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტექსტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას:

“გთხოვთ შეინარჩუნოთ მოსამართლეთა არჩევის თავისუფალი სისტემა, რადგან ეს ფუნდამენტური უფლებაა. მოახდინეთ ფოკუსირება კანონის უზენაესობაზე ასევე ხალხი, რომლიც მშვიდობიანად აპროტესტებს ქუჩაში, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დაიცვას დემოკრატია. გათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე მოძარაობს და ზოგიერთ ვალდებულებას მკაცრად უნდა სცეთ პატივი. შეუძლებელია 2019 წელს გყავდეს პოლიტიკური პატიმრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავისუფალი საარჩევნო სისტემისთვის იბრძვიან” – თქვა ევროპარლამენტის დეპუტატმა (მთავარი არხის თარგმანი).

მსგავსი მესიჯი გააჟღერა ევროპარლამენტის კიდევ ერთმა დეპუტატმა პეტრას აუშტრევიჩუსმაც. ლიეტუველი დეპუტატი მოუწოდებს მმართველ პარტიას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც მიმდინარე წელს აქციებისას დააკავეს:

“გვაშფოთებს დღევანდელი მდგომარეობა, რომელცი პროცესების პოლიტიკურ კრიზისად გარდაქმნის შესაძლებლობას შეიცავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტის დიალოგისკენ. ჩვენ ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ძალისხმევას ამ მიმართულებით და მოვუწოდებთ მმართველ გუნდს ღია და პასუხისმგებლიანი იყოს ამ მოლაპარაკებებში. კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. ასევე მოვუწოდებთ პატივი სცენ ოდირის ყველ რეკომენდაციას რომელიც ეხება არჩევნებს.

ერთი მესიჯი ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეპორტიორისგან: ჩვენ მივიჩნევთ არჩევნებს როგორც დემოკრატიული კრიტერიუმების ნაწილს და ევროპასთან სამომავლო ურთიერთობების ფუნდამენტურ პირობად. ვისაც არ ესმის დემოკრაიტული კიტერიუმების არსი, ცდებიან. იგივე სიტუაცია ჩვენ გვქონდა მოლდოვაში და არ მინდა საქართველო დემოკრატიულობის პირობების არშემსრულებელთა სიაში ვიხილო ამიტომ, ჩვენი გზავნილი მძლავრია და მოველით, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს. ასევე, მმართველ პარტიას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს პოლიტპატმრები, რომელიც მიმდინარე წელს დააკავეს” – ამბობს ევროპარლამენტარი (მთავარი არხის თარგმანი).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.