ახალი ამბები

სულხან სალაძის წიგნმა “უცნობი ძველი აჭარა” საბა მოიგო

8 დეკემბერი, 2019 • 3114
სულხან სალაძის წიგნმა “უცნობი ძველი აჭარა” საბა მოიგო

გაზეთ “ბათუმელების”  მიერ  გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული  პრემია “საბას” მფლობელი გახდა – ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

წიგნი “ბათუმელებმა” 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ.

„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.

„ბათუმელების“ მიერ გამოცემული წიგნის მხარდამჭერები იყვენენ სამშენებლო კომპანია “გუმბათი ჯგუფი” და საგზაო-სამშენებლო კომპანია “გზები”.

„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომისა“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ. მათგან ორი წიგნი – „ბათომი“ და „უცნობი ძველი აჭარა“, პრემია „საბას“ ფინალისტების მოკლე სიაში მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი