ახალი ამბები

“შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს

8 დეკემბერი, 2019 • 1305
“შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო “შერატონში“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ეს რიგით მეორე შეხვედრაა, რომლის ინიციატორიც, დიპლომატიური კორპუსია.

მთავარი განსახილველი თემა ამ შეხვედრაზე 2020 წლის არჩევნებია.

შესვლამდე როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციისგან გარკვეულ შემოთავაზებებს ელოდება. თუმცა, აქვე ამბობს, რომ თემა შეიცვალა და დღეს არსებული შერეულ სისტემას განიხილავენ.

საპირწონედ ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, მათ შორის, გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ “რა თქმა უნდა, ე.წ. გერმანულ მოდელზე გვექნება საუბარი“. მისივე თქმით, “ოცნება“ ახლა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო წნეხის ქვეშაა.

დიალოგი დღეს არ დამთავრებულა – უსუფაშვილი შეხვედრის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი