მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვენ.
“ხვალინდელ სხდომაზე ხდება სარჩელის დასაშვებობის განხილვა. ანუ სასამართლო გაარკვევს იმას, თუ რამდენად შეესაბამება სარჩელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ კრიტერიუმებს. აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომავალში მოხდება საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სასამართლო იმსჯელებს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო აქტებს, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი ნორმები ძალას დაკარგავენ და პარლამენტი შემდგომ ვეღარ მიიღებს ანალოგიური შინაარსის ნორმას”, – ნათქვამია “ეს შენ გეხებას” განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. ფარული მოსმენების კუთხით საქართველოს კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება:
კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება:
კონსტიტუციის მე-20 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა;
კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას;
კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.