ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბურჯანაძემ რუსეთს გაფრინდაშვილის საკითხზე დახმარება სთხოვა – რუსული მედია

6 დეკემბერი, 2019 • 1348
ბურჯანაძემ რუსეთს გაფრინდაშვილის საკითხზე დახმარება სთხოვა – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით,  მოსკოვში მყოფმა ქართული ოპოზიციური პარტიის “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინ კოსაჩოვს, სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხში დახმარება სთხოვა.

“ვიცნობ რა, თქვენს ადამიანურ თვისებასა და ყურადღებას, როდესაც მსგავსი რთული საკითხები იჩენს თავს, მინდა თხოვნით მოგმართოთ, რომ თქვენც შეძლოთ ამ პროცესში დახმარების გაწევა, რომელიც, როგორც მივხვდი რუსეთის ფედერაციაშიც ადგილიდან დაიძრა. ის ადამიანები, რომელთანაც აქამდე მისაუბრია, ასევე გამოხატავენ ადამიანურ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას ამ საკითხისადმი, ასევე გამოხატავენ მზაობას რომ რუსეთმა აღნიშნული პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყოს”, – უთხრა რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით ბურჯანაძემ კოსაჩოვს.

“მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ამ საკითხში დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი. და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა”, – წერს სააგენტო.

თავის მხრივ, კოსაჩოვმა საპარლამენტო ხაზით საკითხის გადაჭრის მზაობა გამოხატა:

“თუმცა, ჩვენ, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. ჩვენი მხრიდან ვერ შევძლებთ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების ნაცვლად საკითხის გადაჭრას. ყველანაირ ძალისხმევას გავიღებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ჰუმანიტარულ ჭრილში მოხდეს”, – უპასუხა კოსაჩოვმა ბურჯანაძეს.

 

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი