ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

30 ნოემბერი, 2019 • 3107
ბიბილოვის პირადი პატიმარი? – 22 დღე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი


პირად საუბრებში, მოსკოველი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსმა სენატორ-კურტორებმა ცხინვალელ დეპუტატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ცხინვალს რეკომენდაცია მისცეს, აღარ დააყოვნონ ექიმის გათავისუფლება. დღეს, 30 ნოემბერს, 22 დღე გავიდა, რაც ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს და დააპატიმრეს. 

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე – ე.წ წნელისის კრიზისის ნაწილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ისტორია ე.წ. წნელისის კრიზისის ნაწილი გახდა – იმ კომპლექსური ზომებისა, რომელსაც ცხინვალი მიმართავს, რათა თბილისი აიძულოს, ადგილიდან, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ქართული საპოლიციო პოსტი გააუქმოს.

წნელისის დასახლებასთან პოლიციის საგუშაგოს ჩადგმით თბილისმა, პირველ რიგში, კოლოსალური პოლიტიკური ზიანი პირადად პრეზიდენტ ბიბილოვს მიაყენა.

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატები ბიბილოვს აფრთხილებდნენ,  რომ საჭიროა, სასწრაფოდ აშენდეს ღობე და სწორედ იმ მონაკვეთში ჩადგან პოსტები, სადაც ქართულმა მხარემ დაასწრო. 

“წინააღმდეგ, შემთხვევაში, – როგორც დეპუტატები აცხადებდნენ, – ეს ტერიტორიები შეიძლება ქართველებმა დაიკავონ და მერე უკვე ვეღარაფერს ვიზამთ”. გაუგებარი მიზეზებით კომისიის დასკვნები დემონსტრაციულად უგულებელყო ბიბილოვმა და ახლა, საზოგადოების თვალში, მომხდარში მთავარი დამნაშავე სწორედ ისაა. 

მსგავს ჩავარდნებთან ერთად პრეზიდენტს სხვა აუარებელი შეცდომებიც დაუგროვდა, რომელიც მას, შესაძლოა, პოლიტიკური მომავლის ფასად დაუჯდეს.

ის ცდილობს ამ ტვირთისგან გათავისუფლდეს, მათ შორის გამოასწოროს “საზღვარზე დაშვებული შეცდომა”.  შესაბამისად, მან ამ თამაშში თამასა აწია. 

КГБ – მ იმ განცხადებების სერია გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი სპეცსამსახურების  მიერ მასშტაბური დივერსიებისა და საზღვარზე პროვოკაციების ჩვენებას, ახალი “ჰიბრიდული ომის” დაწყებას ასახავდა. პირველი ეტაპი კი აღნიშნული პოლიციის პოსტი უნდა ყოფილიყო. ანუ ამ განცხადებებით იმის თქმა უნდოდა ცხინვალს, რომ “პრობლემა რომელიც სამხრეთ ოსეთის წინაშეა, უფრო გლობალურია, ვიდრე ლოკალური”. 

მეორე მხრივ, ბიბილოვი ცდილობს, რომ თბილისმა წნელისში პოლიციის პოსტი აიღოს. ამისთვის რომ მიეღწია, თანამემამულეების თვალში ხომ ის პირველი გამარჯვებული ლიდერი იქნებოდა, რომელმაც სრულიად დამოუკიდებლად თბილისის მიერ დათმობას მიაღწია. 

აშკარაა, რომ ამ გეგმის ფარგლებში ყველა გამშვები პუნქტი დაიხურა, გადაადგილება შეზღუდულია მოსახლეობისთვის – ადამიანები, ფაქტიურად გამოკეტეს რაიონში. თბილისში არც სასწრაფო პაციენტებს უშვებენ, რომელთა შორის უკვე არიან დაღუპულები, და რომლებმაც თავის დროზე, ვერ მიიღეს სათანადო სამედიიცნო დახმარება. ადამიანებს არ უშვებენ გეგმიურ ოპერაციებზე, ქიმიოთერაპიებზე და ა.შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “წნელისის კრიზისის” მსხვერპლთა ნუსხა გაიზრდება, ამასთან ერთად კი, – საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება მათი ხელისუფლების უმწეობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თბილისისთვის პოლიტიკური ზარალის მიყენების მცდელობაა. 

“წნელისის კრიზისის” ნაწილი გახდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. 

საქმე იმაშია, რომ 2008 წლის აგვისტოდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს აკავებენ და შემდეგ უკვე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ასამართლებენ.

2008 წლის ომის შემდეგ, ყოვეწლიურად, დაახლოებით ხუთასამდე ადამიანს აკავებენ. ყველა “კანონდამღვევი” ერთნაირად ისჯებოდა – დაკავება, სასამართლო, ადმინისტრაციული ჯარიმა 500-1000 რუბლი [8-16 აშშ დოლარი] და ბოლოს გაძევება.

2018 წლის ნოემბერში ცხინვალმა გაამკაცრა სასჯელი და ჯარიმის ოდენობა 2000 რუბლამდე [32 აშშ დოლარი] გაზარდა მათთვის, ვინც პირველად დარღვევდა კანონს, 5000 რუბლამდე [დაახლოებით, 78 აშშ დოლარი] კი – ხშირი დამრღვევებისთვის – “რეციდივისტებისთვის”. 

რეგულაციის გამკაცრებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა, ნოემბრის სამი კვირის განმავლობაში მესაზღვრეებმა 40-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს. ყველა დააჯარიმეს და გაათავისუფლეს, ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა. 

სასამართლოს თანამშრომელი, რომლიც ესწრებოდა გაფრინდაშვილის საქმის განხილვას, მარწმუნებდა, რომ გაფრინდაშვილიც ჯარიმით გადარჩებოდა, რომ არა მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები სასამართლო პროცესზე. 

სასამართლოს თანამშრომლის თქმით, მან საკმაოდ ხისტად განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, რომლის საზღვარიც რუსეთთან კავკასიურ ქედზე გადის. სხვა საზღვრებს კი არ ცნობს და არც სამხრეთ ოსეთს აღიარებს. 

მის ასეთ მკაცრ განცადებებს, შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა – 2008 წლიდან პირველად, სასამართლომ გამოიყენა რუსული კანონი, რომლის [რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის] დარღვევისთვის პირს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

საქმე იმაშია, რომ რუსული კანონმდებლობა მოქმედებს იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული ბრლდებისთვს საკუთარი არ გაქვს. საკუთარი კანონი კი 2018 წელს მიიღეს [ბოლო რედაქცია] და ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებდა. 

ექიმი გაფრინდაშვილს სასამართლომდე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. რთულია სათქმელად, როდის მომწიფდა ცხინვალში მომენტი, როდესაც ამ შემთხვევის “წნელისის პროექტისთვის” გამოყენება გადაწყვიტეს. ალბათ, მაშინვე არა, ისევე როგორც მაშინვე არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დაკავებული ცნობილი ექიმია.  

მოვლენათა ქრონოლოგიით სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: 9 ნოემბერს დააკავეს, 13 ნოემბერს სასამართლო გაიმართა და მხოლოდ 19 ნოემბერს გამოჩნდა КГБ-ს პირველი განცხადება, რომელიც მომხდარს წნელისის კრიზისს უკავშირებდა.

«КГБ მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გახშირებული კანონდარღვევები სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსგან, დაკავშირებულია თბილისი რეჟიმის მიერ უკანონო საპოლიციო პოსტის ჩადგმასთან უისტას[ წნელისის ] რაიონში და ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებია, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გაგების უგულებელყოფაზე და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიაზე. აღნიშნული მიზეზის გამო, სამხრეთ ოსეთის პასუხი ვ.გაფრიდნაშვილისა და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში იქნება განხილული და მიმართული იქნება იმისკენ, რომ არ დაუშვას რეციდივი და ესკალაცია, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ”. 

ასევე, КГБ თავის განცხადებაში ვაჟა გაფრინდაშვილის 2008 წლის აგვისტოში, სამხედრო ექიმის რანგში საბრძოლო მოქმდებებში აქტიური მონაწილეობის  საკითხს გაუსვა ხაზი.

სწორედ ამ მომენტიდან ხდება აშკარა, რომ “გაფრინდაშვილის საქმე” წნელისის პოსტთან და დახურულ გამშვებ პუნქტებთან ერთად ერთ სივრცეში ხვდება.  ცხინვალი როგორც ჩანს, დაიჟინებს, რომ სამივე საკითხე ერთდოულად გადაწყდეს. 

თუმცა, მხოლოდ ამ სამი პუნქტით შეილძლება არ შემოიფარგლონ და ამ ქეისს კიდევ ბევრი სხვა სიუჟეტი დაემატოს, მთავარია, ცხინვალს ამის შანსი მიეცეს. დრო კი ამ ისტორიაში ცხინვალზე მუშაობს. თან მოქმედებებში შეზღუდული თითქმის არაა –  სამხრეთ ოსეთის სტატუსის გამო სანქციებისგანაც დაცულია და მის უსაფრთხოებასაც რუსული ბაზა უზრუნველჰყოფს. არც ცხინვალის რეპუტაციის შელახვას უფრთხის, თუკი პირადად ბიბილოვის კეთილდღეობას არ ექმნება საფრთხე.

ამასთან, როგორც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულმა ისტორიამ აჩვენა, ის, [ბიბილოვი] მოსკოვის მიერ ცუდად იმართება, განსაკუთრებით, როდესაც მის ღირსებას ეხებიან ან მისი აზრით, დათმობა სისუტედ ჩაუთვალონ. 

ესაა საკუთრივ პრობლემის პარამეტრები, რომელსაც ბოლომდე აკმაყოფილებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა. 

კითხვა, რომელიც დღემდე პასუხის გარეშე დარჩა: რისთვის დასჭირდა ექიმს ეკლიანი მავთულხლართის გადაკვეთა? მის დაკავებამდე ოთხი ათასი ადამიანი იყო დაკავებული [არცერთს მსგავსი დემარში რ ჰქონია და ყველა გაათავისუფლეს]. 

ის სოფელ მონასტერში 9 ნოემბერს, ლენინგორის [ახალგორის] რაიონის დასავლეთ ნაწილში დააკავეს, ე.წ. წინაგარის ზონაში. როგორც კბს-ს მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ირვევა, ვაჟა გაფრიდნაშვილი დაკავებამდე სოფლის ცენტრში ყავის დასალევად კაფეს ეძებდა.

სასამართლოზე კი სოფელში ჩასვლის მიზეზად ადგილობრივ ეკლესიაში სალოცავად ჩასვლა დაასახელა. მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს მიზეზი დამაჯერებელი არ არის.

საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ ექიმის პაციენტთან მიდიოდა და შესაბამისად, პაციენტზე ინფორმაციის გაცემა არ სურს. 

ეს არადამაჯერბელი ისტორიაა, რადგან ამ შემთხვევაში ექიმს აუცილებლად დახვდებოდნენ საზღვარზე და ყველა ზომას მიიღებდნენ იმისთვის, რომ ის არ დაეკავებინათ. შესაბამისად, არც  მოუწევდა მას სოფლის კაფეს ძიებაში მარტო ევლო სოფელში. 

ქართულ სოციალურ ქსელებში ის ვერსიაც განიხილებოდა, რომ თითქოს ის ლენინგორში [ახალგორი] თამარ გიგაურთან მიდიოდა- ასაკოვან ქალთან, რომელიც ჭაში ჩავრდა. ეს ადგილი კი საკმაოდ შორია სოფელ მონასტერიდან. გარდა ამისა, წინაგარის ზონიდან ლენინგორში ან ცხინვალში, თითქმის შეუძლებელია შესვლა, რადგან ყველა შემსვლელს უმოწმებენ საბუთებს.  

თუ ექიმი ლენინგორში მიდიოდა, ლოგიკური იქნებოდა აღმოსავლეთიდან გადაეკვეთა საზღვარი, დუშეთის მხრიდან. იქიდან გასვლის შანსებიც უფრო დიდი იყო, მანძილი კი – ახლო. ალბათ, ყველა ამ კითხვას, სახლში დაბრუნდების შემდეგ თავად ექიმი უპასუხებს. 

ამჟამად, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეშია. 28 ნოემბერს მე მის ადვოკატს ვლადიმერ ფიდაროვს ვესაუბე. მისი თქმით, გაფრინდაშვილი თავს კარგად და მხნედ გრძნობს, მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. სხვა დანარჩენ კითხვებზე კი არ გვპასუხობს და კლიენტითან კონტრაქტის პიროებებზე მიუთითებს. 

კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური ექსპერტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოსკოვს “მთელი ეს ისტორია არ მოსწონს”. ერთი მხრივ, მას როგორც სამხრეთ ოსეთზე პასუხისმგებელს, ეს შემთხვევა რეპუტაციულ ზიანს აყენებს. მეორე მხრივ კი, აჩვენებს, რომ მოსკოვი ამ სიტუაციაში უუნაროდ გამოიყურება, რადგან საკუთარ სატელიტს ვერ აიძულებს რაღაცას.

მოსკოველი ექსპერტების ცნობითვე, სულ ცოტა ხნის წინ რუსმა სენატორ-კურტორებმა ცხინვალელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს, რეკომენდაცია მისცეს, აღარ დააყოვნონ ექიმის გათავისუფლება. 

28 ნოემბერს კარასინი-აბაშიძის ფორმატის შემდეგაც, კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ მალე გადაწყდება საკითხი.

თავად ბიბილოვის გარემოცვამ კი შემდეგი მოსაზრება გააჟღერა: “აი საქართველოს ხელისუფლებას პირადად რომ მიემართა პრეზიდენტისთვის ექიმის გათავისუფლების თხოვნით, ის გაათავისუფლებდა მას”.  გამოდის, ბიბილოვი ელის წინადადებებს, რომელიც მის ამბიციებსა და პოლიტიკური მიზნებს შეესაბამება. 

მაშ, ვნახოთ, ვისი აჯობებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი