ახალი ამბები

წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია $150 ათასად გაიყიდა

5 დეკემბერი, 2019 • 2955
წებოვანი ლენტით მიკრული ბანანის არტ-ინსტალაცია $150 ათასად გაიყიდა

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი – ეს არის არტ-ინსტალაცია მაურიციო კატელანისგან, რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც არტისტმა აუქციონზე გაიტანა.

ინსტალაციის შესახებ CNN წერს.

ნამუშევარს “კომიკოსი“ ჰქვია და სულ მისი 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი თავდაპირველი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო. თავად ავტორის თქმით, მისი შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი – ბანანი, მან მაიამის ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში იყიდა.

ინსტალაცია თავდაპირველად ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს, რომელიც ამბობს, რომ სკოტჩით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობისა, ორაზორვნებისა და “კლასიკური იუმორის სიმბოლოა“.

პოტენციურმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ არსებობს რაიმე სახის ინსტრუქცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ მაშინ, როდესაც ბანანი დალპება.

გარეკანი ფოტო:

 

View this post on Instagram

 

The talk of the town in Miami right now is Maurizio Cattelan’s “Comedian,” a banana ? duct taped to the wall. Two have already sold for $120,000 at Perrotin ? read more, including about the banana my husband, @nnddmmyy, hung on his dorm wall for two years, on Artnet News, link in bio @artnet @galerieperrotin @mauriziocattelan @artbasel #art #conceptualart #banana #sculpture #artbasel #artbaselmiamibeach #artbaselmiami #artfair #artgallery #artwork #whatisart #isthisart #miami #miamibeach #florida #miamiflorida #mauriziocattelan #perrotin #galerieperrotin #artist #bananapeel #ducttape #artnetnews #artcollector #vippreview #artjournalism #artjournalist #openingday #artgallery #gallery #artworld

A post shared by Sarah Cascone (@sarahecascone) on

მასალების გადაბეჭდვის წესი