ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმის გამო ბერლინიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს

4 დეკემბერი, 2019 • 1153
ხანგოშვილის საქმის გამო ბერლინიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს

გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რაც ქვეყნიდან გაძევებასაც ნიშნავს. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული ზომები ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს უკავშირდება. გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსული მხარე, არაერთი თხოვნის მიუხედავად, გერმანიას გამოძიებაში არ დაეხმარა.

აქამდე WSJ-ის წყალობით ცნობილი გახდა, რომ გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალი აღმოაჩინა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოსკოვის მონაწილეობა მკვლელობის გამოძიებაში აუცილებელია, რადგანაც ბერლინი მიიჩნევს, რომ რუსულ მხარეს, კერძოდ მის სახელმწიფო სააგენტობს ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას, მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა. სამინისტროს თქმით, საქმე ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანა.

ამავე თემაზე

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი