ახალი ამბები

Faceapp და სხვა რუსული აპლიკაციები საფრთხის შემცველია – FBI

4 დეკემბერი, 2019 • 1339
Faceapp და სხვა რუსული აპლიკაციები საფრთხის შემცველია – FBI

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თქმით, რუსეთში შექმნილი აპლიკაციები, როგორიც მაგალითად, პოპულარული FaceApp-ია, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაცია უწყებამ 2 დეკემბერს გაავრცელა.

მანამდე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა გააფრთხილა პრეზიდენტობის კანდიდატები, FaceApp არ გამოეყენებინათ, ხოლო აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შამერმა FBI-ისა და ფედერალურ სავაჭრო კომისიას საკითხით დაინტერესება სთხოვა. ახლახან შამერმა Twitter-ში განცხადება გამოაქვეყნა:

“გაფრთხილება, რომელიც ოჯახსა და ახლობლებს უნდა გაუზიაროთ. წელს, როცა FaceApp-ს მილიონობით ადამიანი იყენებდა, ვკითხე FBI-ის, რამდენად უსაფრთხოა ეს აპლიკაცია. ახლახან FBI-მ პასუხი გამცა. მათ განაცხადეს, რომ რუსეთში შექმნილი აპლიკაცია ან სხვა პროდუქტი პოტენციური კონტრდაზვერვითი საფრთხეა“. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, FaceApp მონაცემებს რუსეთის მთავრობას აწვდის, FBI-ის განცხადებით, რისკი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ რუსეთის მთავრობას შეუზღუდავად შეუძლია რუსული კომპანიების მიერ დამუშავებულ მონაცემებზე წვდომის მიღება. FaceApp კი, სხვა აპლიკაციების მსგავსად, მომხმარებლის ხვადასხვა სახის ინფორმაციას ამუშავებს.

FaceApp  აცხადებს, რომ „ მესამე მხარეს მომხმარებლების მონაცემებს არც ყიდის და არც უზიარებს“.

FaceApp – რუსული აპლიკაცია უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიებით

მასალების გადაბეჭდვის წესი