აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა, უფლებადამცველებმა და ბაქოს №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პოლიტპატიმრებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდეს, 1-2 ივლისს ბაქოში დაგეგმილი ვიზიტისას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრებზე ადამიანის უფლებების, პოლიტპატიმრების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის საკითხები დააყენოს.
მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, თუმცა მიაჩნიათ, რომ პარტნიორობა მხოლოდ ენერგეტიკასა და ეკონომიკურ ინტერესებს არ უნდა ეფუძნებოდეს და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებსაც უნდა მოიცავდეს.
მათ ფონ დერ ლაიენს მოუწოდეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას მოითხოვოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.
პოლიტპატიმრებმა ასევე სთხოვეს ევროკომისიის პრეზიდენტს, ვიზიტის პროგრამაში დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც შეიტანოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი 1-2 ივლისს ბაქოს ეწვევა.
ურსულა ფონ დერ ლაენი და მარტა კოსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან
