პატრიარქმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ ადამიანები შრომას გადაეჩვივნენ:
“ძალაინ ხშირად მესმის, რომ, აი, საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, მაგრამ სიმანდვილეში არ არის შეჩვეული შრომას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გააკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას. ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას და გვინდა, რომ ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს ჩვენთან, ეს არ არის სწორი,”– განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას
ილია II-ის განცხადებით, მეფუტკრეობა არის საქმე, რომელიც მრავალმხრივ სარგებელს იძლევა:
“დიდი ხანია ჩვენ ვფიქრობთ, როგორ დავეხმარით ხალხს, რა უნდა გააკეთოს ხალხმა. ერთ–ერთი ასეთი სახე შრომისა არის მეფუტკრეობა. მე მომისმენია გამოცდილი ადამიანებისაგან, რომ ბევრი ვცადეო, ვცადე მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცვხარეობა, მეფრინველეობა და ყველაზე სასარგებლო ყოფილა მეფუტკრეობა,”– განაცხადა მან
პატრიარქის თქმით, სასწავლებელი რამდენიმეთვიანი იქნება, სწავლების ხანგრძლოვობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აითვისებს მსმემელი ამ საქმეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განცხადება შეიტანონ, რის შემდეგაც სწავლა დაიწყება. პრაქტიკულ გამოცდილებას მსმენელები მიიღებენ იმ 25 სკაზე, რომლებიც, პატრიარქის თქმით, უკვე გადმოიტანეს სამების ტერიტორიაზე.
პარტრიარქის თქმით, ამ საკითხზე ზედამხედველობა არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს დაავალა.