ახალი ამბები

ევროვიზია 2015–ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

24 მაისი, 2015 • 1530
ევროვიზია 2015–ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

შვედეთს ევროვიზიაზე მონს ზელმერლოუ წარმოადგენდა. იგი მსმენელის წინაშე წარსდგა სიმღერით “Heroes”

პირველი ათეული ასე გამოიყურება: შვედეთი – 365 ქულა, რუსეთი – 303 ქულა, იტალია 292 ქულა, ბელგია – 217 ქულა, ავსტრალია – 196 ქულა, ლატვია – 186 ქულა, ესტონეთი – 106 ქულა, ნორვეგია – 102 ქულა, ისრაელი – 97 ქულა, სერბეთი – 53 ქულა.

რაც შეეხება ქულებს საქართველოდან: 12 ქულა – სომხეთს, 10 – აზერბაიჯანს, 8 – იტალიას, 7 – შვედეთს, 6 – ბელგიას, 5 – რუსეთს, 4 – ლატვიას, 3 – ლიტვას, 2 – ესტონეთს, 1 – ისრაელს.

ევროვიზიის წესების თანახმად, მაყურებელს უფლება არ აქვს ხმა თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მისცეს. ფინალის დასრულების შემდეგ, მონაწილე ქვეყნების სპიკერები პირდაპირ ეთერში აცხადებენ თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს. უმაღლესი შეფასებაა – 12 ქულა.

შვედეთის წარმომადგენელი მონს ზელმერლოუ ევროვიზიის ფინალში © EPA 23.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი