ახალი ამბები

ჭკადუას ინფორმაციით, კლინიკები 520-ე დადგენილებას გაასაჩივრებენ

3 დეკემბერი, 2019 • 1699
ჭკადუას ინფორმაციით, კლინიკები 520-ე დადგენილებას გაასაჩივრებენ

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, კლინიკები აპირებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების №520 დადგენილების გასაჩივრებას.

ამის შესახებ ჭკადუამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“90% კლინიკების ვაპირებთ შევიტანოთ საჩივარი, რომ შეჩერდეს ამ ნორმატიული აქტის, 520-ე დადგენილების მოქმედება. ასევე მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ თითოეული მათგანი [კლინიკა] მზად არის, და მე ვარ გარანტი იმისა, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მოხდეს რეალური განფასება არა ფინანსისტების, არამედ სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი მზად არიან, გაჰყვნენ ხელისუფლებას ამაში, მაგრამ არა ისე, რომ მათ დაადგინონ ტარიფები, რომელიც არ არის რეალური”,- განაცხადა ჭკადუამ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება უკვე ამოქმედდა. მთავრობის მიღებული ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებული იქნებიან, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. მაგალითად, თუ ერთ ოპერაციაზე A კლინიკაში სხვა ფასია, ხოლო B-ში- სხვა, სახელმწიფო პაციენტს ორივე კლინიკაში აღარ დააფინანსებს, კლინიკის ნაცვლად თვითონ ადგენს ფასს, რა ღირს ესა თუ ის ოპერაცია. კლინიკა კი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დარჩენა უნდა, ამას უნდა დაეთანხმოს. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება. 20-ზე მეტმა კერძო კლინიკამ პრემიერსა და ბიზნესომბუდსმენს წერილითაც მიმართა და ცვლილების მინიმუმ ექვსი თვით გადავადება ითხოვა.

ამ თემაზე:

#520 დადგენილება ძალაშია – რას მოუტანს ის კლინიკებს, პაციენტებს, ბიუჯეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი