ახალი ამბები

ოქიტაშვილი: ოქტომბერში შესაძლოა საქართველოში ალა პუგაჩოვას კონცერტი გაიმართოს

23 მაისი, 2015 •
ოქიტაშვილი: ოქტომბერში შესაძლოა საქართველოში ალა პუგაჩოვას კონცერტი გაიმართოს

როგორც დათო ოქიტაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და თუ რამემ ხელი არ შეუშალათ, ღონისძიება ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

 

 

“ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს მის ჩამოყვანას, ჩვენ უკვე დავიწყეთ მასთან მოლაპარაკებები და თვითონ არის ბედნიერი, რომ საქართველოში ჩამოვა მეუღლესთან ერთად,”– თქვა დათო ოქიტაშვილმა.

 

მისი განცხადებით, პუგაჩოვას სურვილია, რომ ეს ღონისძიება საქველმოქმედო იყოს.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, არის თუ არა ამ პროცესში ჩართული კულტურის სამინისტრო, ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ მათ არავინ არ ჩაურთავთ.

 

“ჩვენ სახელმწიფოსგან არაფერს არ ვითხოვთ. რასაც მოვითხოვთ, ეს საჯარო იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ეს მთლიანად იყოს სპონსორებისგან, ბიზნესმენებისგან,”– თქვა მან.

 

ალა პუგაჩოვა. ფოტო – allaradio.ru
ალა პუგაჩოვა. ფოტო – allaradio.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი