ახალი ამბები

პრემიერი ემიგრანტებსა და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ

23 მაისი, 2015 • 1279
პრემიერი ემიგრანტებსა და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ

“ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა,”– აცხადებს პრემიერი

 

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მთელი საქართველო ნინას გულშემატკივრობს და იმედს გამოთქვამს, რომ 23 მაისს ფინალში საქართველო გაიმარჯვებს. 

 

“ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში,”– ამბობს ღარიბაშვილი.

 

ნინა სუბლატი © epa
ნინა სუბლატი © epa

 

ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი 19 მაისს გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი სიმღერით “Warrior” ფინალში გადავიდა.


დღეს, 23 მაისს ნინა სუბლატი ფინალში 23–ე ნომრად იმღერებს. კონკურსის წესების მიხედვით, საქართველოდან ნინა სუბლატისთვის სმს-ის გაგზავნა არ შეიძლება. ფინალისტთა სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი