შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციისა და თანმდევი ინციდენტების დროს ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს, ორი კი განარიდეს.
უწყება ამბობს, რომ სამივე ადამიანი დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერები იყვნენ. რაც შეეხება დაკავებულს, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მცხეთაში, მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისიც მდებარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ ამ ადგილას გუშინ მომხდარ ძალადობას ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრების წინააღმდეგ.
შენობასთან შეკრებილი არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.